X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ უნდა მოითხოვოთ არასწორი ინფორმაციის გასწორება თქვენს საკრედიტო რეპორტში?
2017-07-17 12:37:05

საკრედიტო რეპორტი შეიძლება არასწორ ინფორმაციას შეიცავდეს, რაც შესაძლებელია „კრედიტინფოსთვის“ ინფორმაციის შეცდომით მოწოდების შედეგი იყოს.

როგორ უნდა გაასაჩივროთ არასწორი ინფორმაცია თქვენს საკრედიტო რეპორტში?

საკრედიტო რეპორტში უზუსტობის გასწორების ყველაზე ეფექტური საშუალება ჩვენთან დაკავშირებაა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი გზები:

1) დაარეგისტრირეთ მოთხოვნა ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით

2) მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: info@creditinfo.ge

3) დაგვირეკეთ ნომერზე: (32)2623555 ან

4) მობრძანდით ჩვენს ოფისში, მისამართზე: თბილისი, თარხნიშვილის #2, სართული 3

საჩივრის დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენ გამოვიკვლევთ შეცდომის შინაარსს და დავუკავშირდებით იმ ორგანიზაციას, რომელმაც არაზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა. თუ დადასტურდება, რომ თქვენს საკრედიტო რეპორტში ინფორმაცია შეცდომით არის შეტანილი, უზუსტობა დაუყოვნებლივ გასწორდება.

საქართველოში თითქმის ყველა სესხი საკრედიტო რეპორტზე დაყრდნობით გაიცემა, ამიტომ მასში თქვენ შესახებ უტყუარი ინფორმაცია უნდა იყოს ასახული. „ჩემი კრედიტინფოს“ მეშვეობით შეგიძლიათ რეგულარულად ამოწმოთ ის ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები თქვენ შესახებ ნახულობენ.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.