X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რომელი ინფორმაციაა თქვენს რეპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი?
2017-10-17 08:19:02

საკრედიტო რეპორტი შეიცავს:

  • პირადი ინფორმაციას;
  • სესხებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და გადახდების ისტორიას:
  • საკრედიტო ისტორიაზე განხორციელებულ ძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

საკრედიტო რეპორტში არსებული ყველა ჩანაწერი მნიშვნელოვანია, მაგრამ საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

  • ინფორმაცია სასესხო ვადაგადაცილებების შესახებ. ფიზიკური პირის შემთხვევაში 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხს ენიჭება მიმდინარე ვადაგადაცილებული სტატუსი. ვადაგადაცილების დაფარვის შემდეგ მიმდინარე ვადაგადაცილება იცვლება დახურული ვადაგადაცილების სტატუსით.
  • ვალდებულებების მოცულობას. ახალი სესხზე განაცხადის გაკეთებისას საკრედიტო ორგანიზაციები ითვალისწინებენ არსებული ვალდებულებების მოცულობას და მასთან თქვენი აქტივებისა და შემოსავლის თანაფარდობას. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 3 საკრედიტო ვალდებულება და საერთო შენატანის ოდენობა უტოლდება 1000 ლარს, ხოლო შემოსავალი გაქვთ ამდენივე ან უფრო ნაკლები, შესაძლოა, ახალი სესხი აღარ დაგიმტკიცდეთ. თუ თქვენი შემოსავალი არ აკმაყოფილებს ამა თუ იმ საკრედიტო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კოეფიციენტს, როგორც წესი, სესხის დამტკიცდება ვერ ხერხდება.
  • ჯარიმებს: ჯარიმები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენი საკრედიტო ქულაზე. თუნდაც ერთდღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში თქვენს საკრედიტო ისტორიაში ჩნდება ინფორმაცია სესხზე დაკისრებული ჯარიმის შესახებ.
  • საკრედიტო ქულას: საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა სესხის დაფინანსების შემთხვევაში.
  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.