X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რა შეიძლება იყოს სესხზე უარის მიზეზი?
2017-10-17 12:11:16

საფინანსო ორგანიზაციები სესხის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ საკრედიტო რეპორტისა და საკრედიტო განაცხადში თქვენ მიერ შეტანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მათ სურთ, სრულად შეაფასონ თქვენი გადამხდელუნარიანობა, და გაარკვიონ, მოსალოდნელია თუ არა დეფოლტი და, დაუბრუნდებათ თუ არა უკან სესხის თანხა.

იმის გასარკვევად, რა ახდენს ნეგატიურ გავლენას თქვენს საკრედიტო ქულაზე, აუცილებელია საკუთარი საკრედიტო რეპორტის კარგად შესწავლა. ქულაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების საპირისპირო ქმედებებით თქვენ შეძლებთ საკრედიტო ქულის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მოიმატებს საკრედიტო მომსახურების მიღების შანსიც.

ასევე მნიშვნელოვანია, სესხზე განაცხადი გააკეთოთ, საკრედიტო ორგანიზაციისა და მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი გულდასმით შერჩევის შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ორგანიზაციებში ხშირი მიმართვა აისახება თქვენს რეპორტში და ნეგატიურ გავლენას ახდენს საკრედიტო ქულაზე.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.