X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რა დროა საჭირო საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად?
2018-08-27 12:28:20

არ არსებობს ძალიან სწრაფი გზა საკრედიტო ისტორიის და ქულის გასაუმჯობესებლად. საკრედიტო ისტორიის აღდგენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული სირთულეები იყო გადახდებში და რამდენად იმოქმედეს მათ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ან შეიძლება ითხოვდეს რამდენიმე წლიან კარგი გადახდების ისტორიას.


რამდენი ხანი რჩება ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?


საკრედიტო რეპორტში ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია რჩება კონტრაქტის დახურვიდან 5 წლის განმავლობაში. 


დროის გასვლასთან ერთად სესხის ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაციის უარყოფითი გავლენა თქვენს ქულაზე იკლებს. მაგალითად რამდენიმე დღიანი ვადაგადაცილების გამო დარიცხული ჯარიმის ზემოქმედება რამდენიმე თვეში მცირდება, მაშინ როცა, სერიოზული ვადაგადაცილებები როგორიცაა ჩამოწერილი სესხები გავლენას ინარჩუნებს რამდენიმე წელი.

რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში?


1) ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაამტკიცოთ თქვენი გადახდისუნარიანობა კარგი გადახდების ისტორიით. თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, მაშინ დღესვე დაიწყეთ ვადაგადაცილებული და ჩამოწერილი სესხების გასტუმრება და დაეწიეთ გადახდის გრაფიკს.


2) მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კრედიტის მოხმარების დონე. სესხების ხშირი მოხმარება და საკრედიტო ბარათის ბოლომდე ათვისება ხანგრძლივი პერიოდით მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს ქულას.


მიაქციეთ ყურადღება საკრედიტო ქულაზე მოქმედ ფაქტორებს!


ჩემი კრედიტინფოს სტანდარტულ და პრემიუმ მომსახურებით სარგებლობის დროს მომხმარებელი იღებს იმ ფაქტორების ჩამონათვალს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს საკრედიტო ქულაზე. ამ ფაქტორების გაანახლიზება და საპირისპირო ქმედების განხორციელებით თქვენ შეძლებთ საკრედიტო ქულის გაუმჯობესებას.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.