X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ უნდა აირიდოთ თავიდან სხვის გამო ისტორიის "გაფუჭება" ჩემი კრედიტინფოს დახმარებით?
2018-08-27 13:01:40

არის შემთხვევები როდესაც თქვენს სახელზე გამოტანილი სესხით ან საკრედიტო ბარათით თქვენი ახლობელი სარგებლობს და პასუხისმგებლობას იღებს გადახდაზე. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება სესხის დროული დაფარვა და ამის გამო თქვენი სესხი ხდება ვადაგადაცილებული. ვადაგადაცილებული სესხი კი ძალიან ართულებს მომდევნო რამდენიმე წელში სესხის მიღებას.


მსგავსი სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ თაღლითობის შედეგადაც, როდესაც თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებით მესამე პირს გამოაქვს სესხი თქვენს ნაცვლად.

როგორ უნდა გაიგოთ რომელი სესხებია თქვენზე გაფორმებული?


კრედიტინფო საქართველოს ბაზას მონაცემებს აწვდის ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების უმეტესობა, ყველაზე სწრაფი გზა გაიგოთ თუ რომელი სესხებია თქვენზე დარეგისტრირებული სწორედ კრედიტინფოს დახმარებით შეგიძლიათ. არსებობს ინფორმაციის მიღების ორი გზა:


1) ჩემი კრედიტინფოს დახმარებით ონალაინ რეჟიმში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია;


2) მობრძანდით კრედიტინფო საქართველოს ოფისში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. წელიწადში ერთხელ საკრედიტო რეპორტის გაცემა უფასოა.

როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ინფორმაცია?


ჩემი კრედიტინფოს პრემიუმ მომსახურება საშუალებას იძლევა აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას იმ შემთხვევაში თუ მოხდება ცვლილება თქვენს საკრედიტო ისტორიაში ან ვინმე მოიძიებს თქვენს შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული მომსახურება ასევე გეხმარებათ გამოავლინოთ საეჭვო ქმედებები, რომელთაც შეიძლება ადგილი ქონდეს თქვენს საკრედიტო რეპორტში.
პრემიუმ მომსახურების დახმარებით თქვენს მიიღებთ შეტყობინებას შემდეგი ქმედებების შემთხვევაში:


• თქვენი საკრედიტო ისტორია გადამოწმდა რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციის მიერ
• საკრედიტო რეპორტს დაემატა ახალი სესხი
• დაიხურა რომელიმე არსებული სესხი
• დაიფარა სესხის ვადაგადაცილებული თანხა
• სესხი გახდა ვადაგადაცილებული
• შეიცვალა არსებული სესხის ნაშთი

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.