X
MyCreditinfo app

PC
VIEW
მაქვს კარგი გადახდები და რატომ არ მაქვს A რეიტინგი?
2017-11-17 08:36:34

თუ გსურს რომ გქონდეს კარგი საკრედიტო ქულა აუცილებელია ყველა გადახდის დროულად განხორციელება. ეს წესი უპირობოა ყველა შემთხვევაში და მის გარეშე მაღალი ქულის მიღება შეუძლებელია.

თუმცა მხოლოდ კარგი გადახდების ისტორია არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ იდეალური საკრედიტო ქულა გექნებათ. ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას თქვენს საკრედიტო რეიტინგზე. რომელიმე ფაქტორის უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეგიმციროთ საკრედიტო ქულა და თქვენ შესაძლებელია გქონდეთ დაბალი საკრედიტო ქულა იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველა გადახდას დროულად ახორციელებთ.

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს საკრედიტო ქულაზე

საკრედიტო ქულას განსაზღვრავს ბევრი ფაქტორები, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია

  • გადახდების ისტორია
  • ვალდებულებების მოცულობა
  • საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა,
  • საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე
  • გამოყენებული სასესხო პროდუქტების ტიპები
  • ძიებები

თითოეული ფაქტორი სხვადასხვანაირად, მინიჭებული წონის მიხედვით ახდენს გავლენას საკრედიტო რეიტინგზე. კარგი საკრედიტო ქულის მისაღებად აუცილებელია ყველა ფაქტორისთვის შესაბამისი ყურადღების მიქცევა, ნაცვლად ერთ ცალკეულ ცვლადზე ფოკუსირებისა. 

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.