X
MyCreditinfo app

PC
VIEW
კარგი საკრედიტო ქულის 4 დადებითი მხარე
2017-12-04 07:22:16

ცუდი საკრედიტო ქულის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის ადვილი და მის გაუმჯობესებას გარკვეული დრო სჭირდება.  კარგი საკრედიტო ქულა გეხმარებათ დროის დაზოგვასა და საკრედიტო მომსახურების საუკეთესო პირობებით მიღებაში. თუ ეძებთ იმის მოტივაციას, რომ გქონდეთ კარგი საკრედიტო ქულა, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, რა ძირითადი სარგებლის მიღება შეგიძლიათ მაღალი ქულის დახმარებით.

დაბალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტზე

საპროცენტო განაკვეთი არის საფასური, რომელსაც  კრედიტით სარგებლობისათვის იხდით. ზოგიერთი ტიპის სესხის პროცენტი პირდაპირ კავშირშია საკრედიტო ქულასთან. ასეთებია - განვადება, მცირე და სამომხმარებლო სესხები. ამგვარად, თუ კარგი რეიტინგი გაქვთ,  დიდია ალბათობა, რომ ბანკისგან სესხს კარგი პირობებით მიიღებთ.

საკრედიტო მომსახურების მიღების გაზრდილი ალბათობა

ძალიან დაბალი საკრედიტო ქულით და არასაიმედო საკრედიტო ისტორიით საკრედიტო მომსახურების მიღება რთულია, რადგან ორგანიზაციები შიშობენ, რომ მსგავსი ისტორიის მქონე კლიენტი სესხის დაბრუნებას ვერ შეძლებს. სესხის დამტკიცებისას საკრედიტო ორგანიზაციები სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ. მაგალითად, მათთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის ოდენობა. მაღალი საკრედიტო ქულა არ იძლევა სესხის დამტკიცების აბსოლუტურ გარანტიას, მაგრამ კარგი ქულა და რეიტინგი მნიშვნელოვანწილად შეგიწყობთ ხელს საკრედიტო მომსახურების კარგი პირობებით მიღებაში. კარგი საკრედიტო ქულა სესხის მიღების  გარანტია  არაა, მაგრამ ის თავდაჯერებულად მოქმედების საშუალებას იძლევა.

მეტი თავდაჯერებულობა მოლაპარაკებების დროს

ბანკთან მოლაპარაკებებისას კარგი საკრედიტო ისტორია და ქულა თქვენს ხელთ არსებული ერთგვარი კოზირია. კრედიტორები მზად არიან საუკეთესო რეიტინგის მქონე კლიენტებს უკეთესი პირობები შესთავაზონ, მაშინ როცა ცუდი ისტორიის ქონის შემთხვევაში, როგორც წესი, არ მიდიან დათმობაზე და სესხებს  სტანდარტული პირობებით გასცემენ.

კარგი საკრედიტო შეთავაზებებისა და მაღალი საკრედიტო ლიმიტების მიღება

ორგანიზაციები გარკვეული პერიოდულობით ნახულობენ თავიანთი მომხმარებლების საკრედიტო ისტორიას, გადახდებსა თუ სხვა საკრედიტო ქცევებს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აწესებენ წინასწარ დამტკიცებულ სასესხო ლიმიტებს, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. საკრედიტო შემოთავაზება შეიძლება დაბალი ქულის ქონის შემთხვევაშიც მიიღოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს შემოთავაზება უფრო დაბალლიმიტიანი იქნება ვიდრე მაღალი ქულის ქონის შემთხვევაში.

 

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.