X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რას ნიშნავს საკრედიტო რეპორტის „გასუფთავება“?
2018-08-27 13:06:28

საკრედიტო რეპორტის „გასუფთავება“ ნიშნავს მასში მოცემული ძველი ინფორმაციის განახლებას ან დაფიქსირებული შეცდომების გასწორებას. „გასუფთავება“ არ ნიშნავს, რომელიმე ვადაგადაცილებული სასესხო კონტრაქტის, ან სხვა ლეგიტიმური ჩანაწერის შესახებ ინფორმაციის წაშლას. თუკი რომელიმე ორგანიზაცია გეუბნებათ, რომ შეუძლია თქვენი საკრედიტო რეპორტის ვადაგადაცილებული სასესხო ჩანაწერისგან „გასუფთავება“, რაც თქვენს საკრედიტო ქულას მნიშვნელოვნად გაზრდის - იცოდეთ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. მოძველებული ან არასწორი ინფორმაციის გასწორება ყველაზე კარგად სწორედ თქვენ შეგიძლიათ.
შეიძლება თუ არა საკრედიტო რეპორტი შეიცავდეს ხარვეზს?

დიახ, შეიძლება. „ კრედიტინფოში“ არსებული ინფორმაცია იცვლება საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს განეკუთვნება: დახურული კონტრაქტის აქტიურ კონტრაქტად მოწოდება; გადასახდელი თანხის არასწორი დაანგარიშება და სხვა. ისიც შესაძლებელია, რომ რეპორტში რომელიმე კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდეს.

ნაბიჯი პირველი: მოითხოვეთ თქვენი საკრედიტო რეპორტი

საკრედიტო რეპორტის მიღება შესაძლებლია ორი გზით:

1) „ჩემი კრედიტინფოს“ მომსახურების შეძენის შემთხვევაში მიიღებთ ხანგრძლივ წვდომას თქვენს საკრედიტო ინფორმაციაზე ვებ- და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მომსახურება, ასევე, საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს დააფიქსიროთ პრეტენზია თქვენს საკრედიტო რეპორტში არსებულ შეცდომასთან დაკავშირებით.

2) ინფორმაციის მისაღებად „კრედიტინფო საქართველოს“ ოფისში მოსვლის შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. წელიწადში სამჯერ საკრედიტო რეპორტი გაიცემა უფასოდ.

ნაბიჯი მეორე: გულდასმით შეისწავლეთ თქვენი საკრედიტო რეპორტი

ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი საკრედიტო რეპორტი და მასში მოძველებული მონაცემის ან რაიმე უზუსტობის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვეთ მისი გასწორება. იმის გასაგებად, რისი ჩასწორება შეიძლება თქვენს რეპორტში, გაეცანით სტატიას: როგორ ხდება ინფორმაციის წაშლა საკრედიტო რეპორტიდან?

ნაბიჯი მესამე: შეადგინეთ სია და მიაწოდეთ ინფორმაცია „კრედიტინფოს“

საკრედიტო რეპორტის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ აუცილებლად შეადგინეთ მცდარი და მოძველებული ინფორმაციის სია.

ინფორმაციის განახლების მოთხოვნის ყველაზე სწრაფი გზა „კრედიტინფოსთან“ დაკავშირებაა:

1) დაარეგისტრირეთ მოთხოვნა „ჩემი კრედიტინფოს“ აპლიკაციიდან და დეტალურად აღწერეთ, რა შეუსაბამობაა თქვენს რეპორტში;

2) დაუკავშირდით „კრედიტინფოს“ ოფისს და მოითხოვეთ ინფორმაციის განახლება.



  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.