X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ უნდა წაიკითხოთ თქვენი საკრედიტო ქულა?
2018-08-27 13:10:31

საკრედიტო ქულა ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია - ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მობილურის ნომერი, ბანკის ანგარიში, ან პირადი ნომერი. აუცილებელია, რეგულარულად ამოწმოთ საკუთარი საკრედიტო ქულა, რადგან საკრედიტო ორგანიზაციები დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილებას დიდწილად სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე იღებენ.

საკრედიტო ქულა გამოიხატება ციფრებით და მერყეობს 0-დან 400-მდე, სადაც 0 არის ყველაზე უარყოფითი, 400 კი - ყველაზე დადებითი მაჩვენებელი.

რაც უფრო მაღალია საკრედიტო ქულა, მით უკეთესია საკრედიტო რეიტინგი. როგორც წესი, ქულები მნიშვნელობის მიხედვით შემდეგნაირად იყოფა:

 

• 330 და მეტი - საუკეთესო
• 307 – 329 - კარგი
• 236 – 294 - საშუალო
• 201 – 235 - დაბალი
• 0-200 - საჭიროებს გაუმჯობესებას

მაღალი ქულა ნიშნავს, რომ კარგად მართავთ საკრედიტო ისტორიას, ინარჩუნებთ გადახდების პოზიტიურ მაჩვენებელს. მაღალი ქულის შემთხვევაში მეტია სესხის უკეთეს პირობებში დამტკიცების ალბათობა.

დაბალი საკრედიტო ქულა მიუთითებს საკრედიტო ისტორიაში წარსულში არსებულ პრობლემებზე. დაბალი ქულა შეიძლება რამდენიმე მიზეზით, ან მიზეზთა ერთობლიობით იყოს გამოწვეული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ერთდროულად ბევრი სესხის აღება, საკრედიტო ლიმიტების ბოლომდე გამოყენება და ვადაგადაცილებები. დაბალი საკრედიტო ქულა (განსაკუთრებით, თუკი 200-ზე ნაკლებია) ართულებს საკრედიტო მომსახურების მიღებას.

როგორ უნდა გაიგოთ თქვენი საკრედიტო ქულა?

საკრედიტო ქულის შესახებ ინფორმაციის მიღება ორი გზით შეიძლება:

1) უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს გვერდზე და შეიძინოთ სტანდარტული ან პრემიუმ პაკეტი.


2)უნდა მობრძანდეთ „კრედიტინფო საქართველოს“ ოფისში, სადაც წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღებთ სრულ საკრედიტო ინფორმაციას.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.