X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რა იცვლება პირველი ნოემბრიდან?
2018-10-15 09:46:27

პირველი ნოემბრიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემისა და გადახდის პროცესებში გარკვეულ ცვლილებებს შეეხება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად ეხება ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას, მათ შორის - მიკროსაფინანსოებსაც:

  1. იზღუდება სესხის მიზნობრიობა და ყოველთვიური გადასახადი
  2. იცვლება შემოსავლის დადასტურების პროცესი
  3. იზღუდება სესხის გადახდის ხანგრძლივობა

რეგულაციების მიხედვით ყველა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციისთვის სავალდებულო გახდება განმცხადებლის შესახებ დეტალური საკრედიტო ინფორმაციის მოძიება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში. აქამდე „კრედიტინფოს“ ბაზაში უკვე არსებული თუ პოტენციური მომხმარებლების შესახებ საკრედიტო ინფორმაციას ამოწმებდნენ მხოლოდ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ ინტერნეტგამსესხებლების ნაწილი. ახალი რეგულაციებით სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ყველა საკრედიტო ორგანიზაცია ვალდებული იქნება გადაამოწმოს საკრედიტო ისტორია და ინფორმაცია შემოსავლების შესახებ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის 2018 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შესული რეგულაციების მიხედვით ყველა სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული სესხების შესახებ. სუბიექტის საკრედიტო ისტორია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში აიტვირთება ინფორმაცია ყველა ტიპის სესხების შესახებ და მონაცემები გადამოწმდება ყველა საკრედიტო ორგანიზაციის მიერ.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.