X
MyCreditinfo app

PC
VIEW
საკრედიტო ქულის მოდელის განახლება
2018-10-19 12:26:24

2018 წლის 8 ნოემბერს „კრედიტინფო საქართველო“ ნერგავს საკრედიტო ქულისა და რეიტინგის ახალ მოდელს. საკრედიტო ქულის სისტემა მუდმივად  განიცდის გადახედვას და მასში  ხორციელდება ცვლილებები ქვეყნის საფინანსო სექტორში გასული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ტენდენციებიდან გამომდინარე.

2017 და 2018 წლის პირველ ნახევარში საფინანსო სექტორში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები: შეიცვალა ზღვრული საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის პირობები, ასევე დაიხურა რამდენიმე მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია. ამ ცვლილებმა დაუდო საფუძველი მოდელის გადახედვას. მოდელის ცვლილების მიზანია, დაფიქსირებულ ტენდენციების ასახვა, რათა საკრედიტო ქულისა და რეიტინგის სისტემამ შეინარჩუნოს ვალდებულების შეუსრულებლობის პროგნოზირების მაღალი ხარისხი.

საკრედიტო ქულის მოდელში ამჟამად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

 

  1. შეიცვალა სარეიტინგო სისტემის ცვლადების ხვედრითი წონები მთლიან კალკულაციაში.
  2. შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი ქულების რაოდენობა, მაგალითად თუ ძველ მოდელში E3 რეიტინგის შესაბამისი ქულა იყო 0-დან 200-მდე, ახალ მოდელში ქულა მერყეობს 0-დან 189-მდე. იხილეთ განახლებული ცხრილი:

 

საკრედიტო რეიტინგი

ქულის ქვედა ზღვარი

ქულის ზედა ზღვარი

A

334

400

B

321

333

C1

308

320

C2

296

307

C3

285

295

D1

273

284

D2

260

272

D3

235

259

E1

210

234

E2

190

209

E3

-

189

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოდელის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება თქვენს ამჟამინდელ საკრედიტო ქულასა და რეიტინგში. კითხვების შემთხვევაში „კრედიტინფო საქართველო“ ეცდება, ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო ქულა და რეიტინგი დაფუძნებულია სტატისტიკურ მოდელზე. დაანგარიშების დროს გამოიყენება მხოლოდ საკრედიტო რეპორტში არსებული ინფორმაცია და არ გამოიყენება სუბიექტური მაჩვენებლები ან რაიმე სხვა ინფორმაცია.

 

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.