X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ უნდა გამოასწორო საკრედიტო რეიტინგი?
2012-10-17 11:55:02

არსებობს რამდენიმე ყველაზე ეფექტური გზა საკრედიტო პროფილის და ქულის გასაუმჯობესებლად: 

პირველ რიგში, გადაამოწმე შენი საკრედიტო ისტორია. გადამოწმებისას, საკრედიტო რეიტინგთან ერთად, მიიღებ დამატებით ინფორმაციას იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებიც შენ საკრედიტო ქულაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ამ ფაქტორების გაგება და გაანალიზება დაგეხმარება, მიხვდე, რა გჭირდება, რომ შენი რეიტინგი გაუმჯობესდეს.

 ...საკრედიტო ქულის გამოანგარიშებისას მრავალი ფაქტორი გაითვალისწინება. ზოგიერთი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქულის ფორმულირებაზე. მაგრამ, გადახდების ისტორია და კრედიტის მოხმარების სიხშირე მაინც ყველაზე მეტად მოქმედებს შენ საკრედიტო ქულაზე.

არ არსებობს ძალიან სწრაფი გზა საკრედიტო ისტორიის და ქულის გასაუმჯობესებლად. საკრედიტო ისტორიის აღდგენის ხანგრძლივობა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული სირთულეები იყო გადახდებში და რამდენად იმოქმედეს მათ თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, ან შეიძლება ითხოვდეს რამდენიმე წლიან კარგი გადახდების ისტორიას.

 

იხილეთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომლიც გათვალისწინება დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი:

 

1. დროულად გადაიხადე სესხის შენატანები

 როდესაც გარკვეული ორგანიზაციები, რომლებმაც სესხი უნდა დაგიმტკიცონ, შენს საკრედიტო ისტორიას ამოწმებენ, პირველ რიგში, ისინი აუცილებლად იმას უყურებენ, თუ როგორი გადამხდელი ხარ, ანუ - როგორ უმკლავდები აღებულ ვალდებულებებს.

 ყველაზე სწორი გზა კარგი საკრედიტო ქულის შესანარჩუნებლად და არც ისე კარგის გამოსასწორებლად, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვალდებულებების შესრულებაა. სულ ცოტა ხნით დაგვიანებაც კი რეიტინგზე უარყოფითად ისახება.

 მთავარია დაამტკიცო შენი გადამხდელუნარიანობა. თუ ამ საკითხში პრობლემები შეგქმნია, დღესვე დაიწყე ვადაგადაცილებული და ჩამოწერილი სესხების გასტუმრება და დაეწიე გრაფიკს.

 გახსოვდეს, რომ დაგვიანებული გადახდები შენს ისტორიაში, სესხის დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში ჩანს. რაც დრო გადის, ვადაგადაცილებებზე ინფორმაციას შენს ქულაზე იმხელა ზემოქმედება აღარ აქვს, რამდენიც თავის დროზე ჰქონდა.

 

2. აკონტროლე კრედიტების მოხმარების სიხშირე და ეცადე ხანგრძლივად არ ისარგებლო 

საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტით

 

სესხების ხშირი მოხმარება და საკრედიტო ბარათის ბოლომდე ათვისება თან დიდი ხნით, მნიშვნელოვნად ამცირებს შენს ქულას. მაგალითად, თუ საკრედიტო ბარათის სრული ლიმიტი გამოყენებული გაქვთ მუდმივად, თქვენი საკრედიტო ქულა დაიკლებს, ხოლო პერიოდული დაფარვები დადებითად მოქმედებს რეიტინგზე.

  

3. მარტო მაშინ შეავსე სესხზე განაცხადი, როცა გჭირდება

მხოლოდ იმიტომ თუ აიღებ სესხს, რომ შენს ისტორიაში ჩანდეს აქტიური ვალდებულებები, შეიძლება საბოლოოდ კარგ შედეგამდე ვერ მიხვიდე და  ამან ცუდი ზეგავლენა იქონიოს შენს ქულაზე (რადგან, ის აჩენს ზედმეტ ძიებებს შენს საკრედიტო რეპორტში და კრედიტის მოხმარების სიხშირესაც ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძიება ნეგატიურად ისახება ქულაზე, დროის გასვლასთან ერთად ეფექტი მცირდება).

  

4. აკონტროლე საკრედიტო ისტორია

 

მაინც ხშირად შეამოწმე ხოლმე შენი საკრედიტო ისტორია და სანამ სესხს მოითხოვ დარწმუნდი, რომ შენი მონაცემები მისაღები იქნება იმ ორგანიზაციისთვის, რომელშიც სესხი უნდა აიღო. 

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.