X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ შეიძლება საკრედიტო ქულის შექმნა?
2018-08-27 10:00:20

რაც მეტია ქულა, მით მეტია ალბათობა რომ სესხს საუკეთესო პირობებით აიღებთ. ამრიგად, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ საკრედიტო რეიტინგზე ზრუნვა. კრედიტინფოს საკრედიტო ქულა დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს საკრედიტო რეპორტშია მოცემული.

ქვემოთ ჩამოთვლილი საფეხურები დაგეხმარებათ, მოიპოვოთ და შეინარჩუნოთ მაღალი საკრედიტო ქულა, რათა თქვენი საკრედიტო პროფილი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს:

- დაიწყეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შექმნა – როგორც კი საკრედიტო რეპორტში ჩნდება თუნდაც ერთი სესხი, უკვე შესაძლებელია საკრედიტო ქულის გამოანგარიშება;

- აიღეთ სესხები -თუნდაც ძალიან მცირე, რომ შეიქმნას მინიმალური საკრედიტო ინფორმაცია;

- ეცადეთ, არ დაარღვიოთ გადახდის პირობები, ნებისმიერი ვადაგადაცილება მოხვდება საკრედიტო რეპორტში და ნეგატიურ გავლენას იქონიებს თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე;

- არ დაუშვათ საკრედიტო რეპორტში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე სესხების არსებობა. გახსოვდეთ, ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია თქვენს რეპორტში სესხის დახურვიდან 5 წლის მანძილზე რჩება;

- დაიცავით თქვენი საკრედიტო ინფორმაცია. არ დაუშვათ მასში თქვენთვის უცნობი ჩანაწერების ან არასწორი ინფორმაციის არსებობა.

 

 

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.