საკრედიტო ისტორია
მიიღეთ ყოველდღიური წვდომა საკრედიტო ისტორიაზე. რეპორტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ყველა ტიპის კონტრაქტზე და გადახდების ისტორიას
საკრედიტო მონიტორინგი
დაიწყეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის მონიტორინგი და შეტყობინებების მიღება, მაშინ როდესაც მოხდება ცვლილება საკრედიტო ისტორიაში ან გარხორციელდება ძიება თქვენს ინფორმაციაზე
საკრედიტო ქულა და რეიტინგი
საკრედიტო ქულა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასესხო გადაწყველიტების მიღებაზე. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. ნახეთ, რამდენია თქვენი საკრედიტო ქულა
მხარდაჭერა
მიიღეთ რჩევები, როგორ გამოასწოროთ საკრედიტო პროფილი. არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღეთ მხარდაჭერა კრედიტინფოს გუნდისგან
საკრედიტო ქულის სიმულატორი
გაიგეთ როგორ შეიძლება შეცვალოს მომავალში განხორციელებულმა ქმედებებმა თქვენი საკრედიტო ქულა
რაში გეხმარებათ საკრედიტო რეპორტი და ქულა
საკრედიტო რეპორტი არის საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიმდინარე და დახურული სესხების შესახებ.  სესხზე განაცხადის განხილვის დროს საკრედიტო ორგანიზაციებს ესაჭიროებათ თქვენი მიმდინარე ვალდებულებებისა და გადახდის ქცევის გადამოწმება. რეპორტში ნათლად ჩანს, დროულად ასრულებთ თუ არა ვალდებულებებს. სწორედ თქვენი საკრედიტო რეპორტი მეტყველებს თქვენს ფინანსურ სანდოობაზე. საკრედიტო ქულა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსასაზღვრავად, როგორი საკრედიტო ქცევაა მოსალოდნელი სესხის
დაფინანსების შემთხვევაში. მაღალი ქულა ვალდებულებების კარგად შესრულებაზე მიუთითებს, შესაბამისად, მეტია საკრედიტო მომსახურების მიღების ალბათობა. თუმცა დაბალი ქულის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. გაეცანით თქვენს საკრედიტო რეპორტს, შეამოწმეთ მასში მოცემული მონაცემების სისწორე და ნახეთ, რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას საკრედიტო ქულაზე.
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.