X
MyCreditinfo app

PC
VIEW
ჩემი კრედიტინფო პრემიუმი
საკრედიტო ისტორისა და საკრედიტო ქულასთან ერთად მიიღეთ შეტყობინებები თქვენს საკრედიტო ისტორიაში მომხდარ ცვლილებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ძიებებზე.
ღირებულება 30 ლარი / 12 თვე
მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იყოს თქვენს მიერ. სხვა პირის მიერ გადახდის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
რას მიიღებთ ჩემი კრედიტინფო პრემიუმ მომსახურებიდან:
მონიტორინგი
თქვენ მიიღებთ შეტყობინებას იმ შემთხვევაში თუ მოხდება ცვლილება თქვენს საკრედიტო ისტორიაში ან ვინმე მოიძიებს თქვენს შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული მომსახურება ასევე გეხმარებათ გამოავლინოთ საეჭვო ქმედებები, რომელთაც შეიძლება ადგილი ქონდეს თქვენს საკრედიტო რეპორტში.
საკრედიტო ისტორია
1 წლის განმავლობაში შეგიძლიათ ნახოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენზე ნახულობენ საკრედიტო ორგანიზაციები, როდესაც გამოწმებენ კრედიტინფოს ბაზაში. რეპორტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ყველა ტიპის კონტრაქტზე და გადახდების ისტორიას.
საკრედიტო ქულა და რეიტინგი
საკრედიტო ქულა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასესხო გადაწყველიტების მიღებაზე. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. ნახეთ თუ რამდენია თქვენი საკრედიტო ქულა.
ქულაზე მოქმედი ფაქტორები
თქვენი საკრედიტო ქულა ანგარიშდება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე დაყრდნობით. გაიგეთ თუ რა ძირითადი ფაქტორები ახდენეს თქვენს საკრედიტო ქულაზე.
რეკომენდაციები
მიიღეთ რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გამოასწოროთ საკრედიტო პროფილი. თუ დაფიქსირდა არასწორი ინფორმაცია მიიღეთ მხარდაჭერა კრედიტინფოს გუნდისგან.
საკრედიტო ქულის ისტორია
ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორც იცვლებოდა თქვენი საკრედიტო ქულა ბოლო 12 თვის განმავლობაში.
საკრედიტო ქულის სიმულატორი
აღნიშნული ფუნქცია დაგეხმარებათ შეიტყოთ, როგორ შეიძლება შეცვალოს მომავალში განსახორციელებელმა ქმედებებმა საკრედიტო ქულა. ქულის სიმულატორი დაგითვლით, სავარაუდოდ, რამდენი ერთეულით შეიცვლება თქვენი ქულა.
რეპორტის გაგზავნა მესამე პირთან
თქვენ შეგიძლიათ თქვენი საკრედიტო რეპორტი ნებისმიერ ადამიანს გაუზიაროთ. საკმარისია მხოლოდ იმ პიროვნების ელექტრონული მისამართის მითითება, ვისთვისაც რეპორტის გაგზავნა გსურთ და დაცული ბმული შესაბამის ელფოსტაზე გაიგზავნება.
 
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.