X
MyCreditinfo app

PC
VIEW
საკრედიტო ქულის სიმულატორი

ხელმისაწვდომია მხოლოდ სტანდარტულ და პრემიუმ მომხმარებლებისთვის


საკრედიტო ქულის სიმულატორი შესაძლებლობას იძლევა იხილოთ თქვენი სავარაუდო სამომავლო ქულა, რამდენიმე ქმედების შემთხვევაში, მაგთან ყველაზე მნიშვნელოვანია:

1) დაფარავთ მიმდინარე ვადაგადაცილებას
2) მიმართავთ სესხზე რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციას
 
როგორ მუშაობს საკრედიტო ქულის სიმულატორი?
საკრედიტო ქულის სიმულატორი მუშაობს იმავე ალგორითმზე დაყრდნობით, რითაც თქვენი საკრედიტო ქულა ითვლება. სიმულირების დროს იგი აკვირდება იმ მომენტში თქვენს საკრედიტო რეპორტში არსებულ მონაცემებს და იძიებს, რა შეიძლება შეცვალოს თქვენმა სამომავლო ქმედებებმა. გახსოვდეთ, რომ ეს არის სიმულაცია და რეალურ გავლენას ვერ მოახდენს თქვენს მიმდინარე ქულაზე ან რეპორტზე. სიმულატორი მხოლოდ რამდენიმე ცვლადს ითვალისწინებს, თქვენი რეალური საკრედიტო ქულის დათვლაში კი ათეულობით ცვლადი მონაწილეობს.
რაში შეიძლება გამომადგეს სიმულატორი?
საკრედიტო სიმულატორის გამოყენებით ქულის ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა: 1) რამდენად არის შესაძლებელი ქულის ცვლილება სესხზე ვადაგადაცილების დაფარვის შემთხვევაში. 2) როგორ შეიცვლება საკრედიტო ქულა ახალი სესხის აღების შემთხვევაში. სიმულატორის საშუალებას გაძლევთ, თავად ნახოთ, რამდენად მოქმედებს თქვენს საკრედიტო ქულაზე ვადაგადაცილებების დაფარვა. გაითვალისწინეთ, რომ ვადაგადაცილების დაფარვის შემთხვევაში სიმულატორის მიერ პროგნოზირებული შედეგის გაუმჯობესება შესაძლებელია მომდევნო თვეებში გადახდების დროული განხორციელებით. ახალი სესხის აღების დროს გაითვალისწინეთ, რომ უზრუნველყოფილი სესხის აღება უფრო პოზიტიურად მოქმედებს თქვენს საკრედიტო რეიტინგზე ვიდრე მცირე და არაუზრუნველყოფილი სესხებით ხშირი სარგებლობა.
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.