X
MyCreditinfo app

PC
VIEW
რაში გეხმარებათ საკრედიტო რეპორტი?
2012-11-25 17:04:52

საკრედიტო რეპორტი არის საკრედიტო ისტორიის სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიმდინარე და დახურული სესხების შესახებ.  
სესხზე განაცხადის განხილვის დროს საკრედიტო ორგანიზაციებს ესაჭიროებათ თქვენი მიმდინარე ვალდებულებებისა და გადახდის ქცევის გადამოწმება. რეპორტში ნათლად ჩანს, დროულად ასრულებთ თუ არა ვალდებულებებს. სწორედ თქვენი საკრედიტო რეპორტი მეტყველებს თქვენს ფინანსურ სანდოობაზე.
საკრედიტო ქულა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსასაზღვრავად, როგორი საკრედიტო ქცევაა მოსალოდნელი სესხის დაფინანსების შემთხვევაში. მაღალი ქულა ვალდებულებების კარგად შესრულებაზე მიუთითებს, შესაბამისად, მეტია საკრედიტო მომსახურების მიღების ალბათობა.
თუმცა დაბალი ქულის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. გაეცანით თქვენს საკრედიტო რეპორტს, შეამოწმეთ მასში მოცემული მონაცემების სისწორე და ნახეთ, რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას საკრედიტო ქულაზე. 

როგორ გავაუმჯობესოთ საკრედიტო პროფილი?

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.