X
MyCreditinfo app

PC
VIEW
ვინ შეიძლება ნახოს თქვენი საკრედიტო რეპორტი?
2012-11-17 13:13:11

თქვენი საკრედიტო რეპორტით შეიძლება დაინტერესდნენ შემდეგი ადამიანები ან ორგანიზაციები:

  • პირადად თქვენ: ჩემი კრედიტინფოს მომსახურების მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი საკრედიტო ინფორმაცია. თქვენ მიერ საკრედიტო რეპორტის ნახვა საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე არ მოქმედებს.
  • საკრედიტო ორგანიზაციები: სესხის აღების მიზნით მიმართვის შემთხვევაში, საკრედიტო ორგანიზაციამ შეიძლება თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის ნებართვა გთხოვოთ. ამ ტიპის ძიებები, როგორც წესი, გავლენას ახდენს თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე.
  • დამსაქმებლები: სამსახურში აყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან დასაქმების პერიოდში დამსაქმებლებს შეიძლება დასჭირდეთ თქვენი რეპორტის ნახვა.

სხვა ტიპის ორგანიზაციები: თქვენი საკრედიტო ინფორმაცია შეიძლება ნახონ სხვა ტიპის ორგანიზაციებმაც (სადაზღვევო კომპანიებმა, დეველოპერულმა სამშენებლო კომპანიებმა და სხვ.), თუკი თქვენი მომსახურების პერიოდში ასეთი საჭიროება გაუჩნდებათ.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.