X
MyCreditinfo app

PC
VIEW
როგორ ხდება ინფორმაციის წაშლა საკრედიტო რეპორტიდან?
2012-12-01 17:05:33

საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, მცდარი ან არასწორად გადმოცემული ინფორმაციის გასწორება, შეცვლა,ან წაშლა შეიძლება განხორციელდეს საკრედიტო ისტორიის სუბიექტის წერილობითი განცხადების, ან კრედიტინფოს კლიენტის (ინფორმაციის მიმწოდებლის) წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. თუმცა წაშლას მხოლოდ შეცდომით ან არაკანონიერად გადმოგზავნილი ინფორმაცია ექვემდებარება.

თუ საკრედიტო ინფორმაცია სწორადაა მოწოდებული, საკრედიტო რეპორტიდან მისი ამოღება დაუშვებელია – მნიშვნელობა არ აქვს, დადებითია ის, თუ უარყოფითი.

საქართველოში თითქმის ყველა სესხი საკრედიტო რეპორტზე დაყრდნობით გაიცემა, ამიტომ მასში თქვენ შესახებ უტყუარი ინფორმაცია უნდა იყოს ასახული. ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შეგიძლიათ რეგულარულად აკონტროლოთ ის ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები თქვენ შესახებ ნახულობენ.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.