X
MyCreditinfo app

PC
VIEW
არსებობს თუ არა საკრედიტო შავი სია
2018-08-27 08:16:57

საკრედიტო შავი სია არ არსებობს. ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები სესხის დამტკიცებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ამოწმებენ თქვენს საკრედიტო რეპორტს, მაგრამ საკრედიტო მონაცემთა ბიურო არ ზემოქმედებს მსგავს გადაწყვეტილებებზე და სია, რომელიც ხელს შეუშლიდა მოქალაქეებს სესხის აღებაში, არ არსებობს. სესხის შერჩევის კრიტერიუმი თავად საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დგინდება.

თქვენს საკრედიტო რეპორტში მოცემულია ინფორმაცია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები კრედიტინფო საქართველოს აწვდიან. რეპორტში ჩანს ჯარიმები და ვადაგადაცილებული სესხები. საკრედიტო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მსგავს ჩანაწერებს. ვადაგადაცილების შემთხვევაში ბიუროში იგზავნება ინფორმაცია სესხის ვადაგადაცილების შესახებ, რაც ძალიან ამცირებს საკრედიტო მომსახურების მიღების შანსებს. საკრედიტო პროფილის გასაუმჯობესებლად პირველ რიგში აუცილებელია მიმდინარე ვადაგადაცილების დაფარვა. ასეთი ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს, საკრედიტო ორგანიზაციები, როგორც წესი, აფინანსებენ.

  
კონტაქტი
თარხნიშვილის ქუჩა 2

სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ტელ: 32 262 35 55

ელ.ფოსტა: info@mycreditinfo.ge
 
Copyright 2017 © All Rights Reserved.